• 29-12-2023
    გიულერმა არდადაგები შეიმოკლა და ვარჯიში განაახლა
    გიულერმა არდადაგები შეიმოკლა და ვარჯიში განაახლა
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "რეალის" თურქ ახალწვეულს, არდა გიულერს "ბლანკოსის" რიგებში დებიუტი ჯერაც არ ჰქონია, ეს დაუსრულებელი ტრავმებიდანაა გამოწვეული.

    როგორც ცნობილია, ის ნელ-ნელა სათამაშო ფორმას იბრუნებს და წესით ახალი წლიდან ის თამაშს შეძლებს.

    ესპანელი ინსაიდერები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გიულერი არდადაგებიადან ნაადრევად დაბრუნდა და "ვალდებასაზე" აქტიურად ვარჯიშობს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "რეალი" შემდეგ მატჩს 3 იანვარს "მალიორკას" წინააღმდეგ გამართავს.

    Facebook კომენტარები