• 07-06-2023
    მესი "ინტერ მაიამიში" მიდის - რა სარგებელს მიიღებს არგენტინელი
    მესი "ინტერ მაიამიში" მიდის - რა სარგებელს მიიღებს არგენტინელი
    Author of the article
    Aa

    ცნობილმა ჟურნალისტმა გილემ ბალაგემ დაადასტურა, რომ ლიონელ მესიმ არჩევანი კარიერის "ინტერ მაიამიში" გაგრძელებაზე შეაჩერა. 

    "ბარსელონამ" არგენტინელი მეგავარსკვლავის გადაწყვეტილების შესახებ უკვე იცის. საგა დასრულებულია. 

    აღნიშნულ ინფორმაციას იზიარებენ ჟერარ რომერო და The Athletic-იც. როგორც ჩანს, "ლა პულგას" ფლორიდაში გადაბარგებას წინ ვეღარაფერი აღუდგება. 

    იწერება იმაზეც, რომ მესის პრიორიტეტი "ბარსელონაში" დაბრუნება გახლდათ, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, კატალონიურმა გრანდმა ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს საჭირო გარანტიები ვერ მისცა. 

    SPORT-ის მიხედვით, ლეო "ინტერ მაიამისთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მატეო მორეტო ხელშეკრულების ხანგრძლივობად 2 წელს ასახელებს. 

    The Athletic-ს თუ დავუჯერებთ, მაიამიში გადაბარგებით მესი რამდენიმე სარგებელს ნახავს: 

    1. AppleTV+ის ახალი გამომწერები, რომლებიც MLS-ის მატჩების ყურებას დაიწყებენ, ლეოს გარკვეულ თანხას მოუტანენ, რადგან არგენტინელს თავისი წილი ერგება. 

    2. გაიზრდება მესის წილი Adidas-ის მოგებიდანაც, რასაც ლეოს აშშ-ში გადაბარგება გამოიწვევს. 

    3. ლეო მიიღებს იმ შესაძლებლობასაც, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, MLS-ის კლუბი შეიძინოს. 

    როგორც ირკვევა, "ინტერ მაიამის" ორი მთავარი სპონსორი - Apple და Adidas-ი ტრანსფერის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული. 35 წლის მეგავარსკვლავი თავის გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ განცხადებას სულ მალე გამოაქვეყნებს.

    Facebook კომენტარები