• 05-07-2023
    ოფიციალურად: ანხელ დი მარია "ბენფიკასთვის" შეუტევს
    ოფიციალურად: ანხელ დი მარია "ბენფიკასთვის" შეუტევს
    Author of the article
    Aa

    ანხელ დი მარია ბრუნდება იქ, სადაც მისი ევროპული კარიერა დაიწყო.

    ლისაბონის "ბენფიკამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 35 წლის გარემარბი კვლავ "არწივების" მაისურს მოირგებს.

    არგენტინელი პორტუგალიური კლუბის ღირსებას 2007-2010 წლებში იცავდა. იქიდან მან მადრიდის "რეალს" მიაშურა, სადაც 4 სეზონი გაატარა. "ბენფიკაში" ფიდეოს 76 მატჩი აქვს ნათამაშები. მან 7 გოლი გაიტანა და ერთხელ პორტუგალიის ჩემპიონიც გახდა.

    ანხელი "და ლუჟზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის. ბოლო სეზონში იგი ტურინის "იუვენტუსში" ასპარეზობდა.

    გასულ სეზონში დი მარიამ 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი შეაგდო და ამას 7 საგოლე გადაცემა დაუმატა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები