• 20-06-2023
    ოფიციალურად: კრისტოფერ ნკუნკუ "ჩელსისთვის" გაიტანს
    ოფიციალურად: კრისტოფერ ნკუნკუ "ჩელსისთვის" გაიტანს
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ჩელსიმ" გერმანული "რედ ბულ ლაიფციგიდან" 25 წლის თავდამსხმელის, კრისტოფერ ნკუნკუს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

    ფრანგმა ფორვარდმა "არისტოკრატებთან" ხელი ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა. "ლაიფციგმა" კრისტოფერის სანაცვლოდ 65 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო.

    ნკუნკუს "სტემფორდ ბრიჯზე" გადაბარგება რომ გარდაუვალი გახლდათ, ეს ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გაირკვა, თუმცა ოფიციალური დასტური მხოლოდ დღეს მივიღეთ.

    "ამ კლუბში ჩემს მოსაყვანად დიდი სამუშაო იქნა გაწეული. მოუთმენლად ველოდები ჩემს თანაგუნდელებთან და მწვრთნელთან შეხვედრას. ერთი სული მაქვს, როდის ვანახებ "ჩელსის" გულშემატკივრებს, თუ რა შემიძლია მოედანზე," - განაცხადა ფრანგმა.

    "ლურჯების" სპორტულმა დირექტორებმა, ლუის სტიუარტმა და პოლ უინსტეინლიმ ტრანსფერზე ასეთი რა თქვეს:

    "უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში, კრისტოფერმა დაამტკიცა, რომ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თავდამსხმელია. ის ჩვენს შემადგენლობას ხარისხს, კრეატიულობას და უნივერსალურობას შეჰმატებს."

    გასულ სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში კრისტოფერი "ლაიფციგს" 23 გოლითა და 9 ასისტით დაეხმარა. იგი გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირიც.

    Facebook კომენტარები