• 18-06-2023
    "არსენალი" ჰავერცთან ძალიან ახლოსაა
    "არსენალი" ჰავერცთან ძალიან ახლოსაა
    Author of the article
    Aa

    Sky Sport Germany-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ირწმუნება, რომ კაი ჰავერცი ლონდონის "არსენალში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

    გერმანელ ფეხბურთელს "მეთოფეთა" რიგებში ჩარიცხვა ძალიან უნდა. "არსენალთან" კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია და ახლა მხოლოდ კლუბებს შორის მორიგებაა დარჩენილი.

    კაის წაყვანა მიუნხენის "ბაიერნსაც" სურდა, მაგრამ ბავარიელებს "ჩელსიდან" შეატყობინეს, რომ "ემირეიტსის" ბინადრებთან მოლაპარაკებები თითქმის ფინალურ ეტაპზეა. ამ ინფორმაციამ "რეკორდმაისტერს" საქმეში ჩართვა გადააფიქრებინა.

    პლეტენბერგის შეფასებით, სატრანსფერო თანხა დაახლოებით 80 მილიონი ევრო (ბონუსების ჩათვლით) იქნება.

    24 წლის ვარსკვლავმა "არისტოკრატებს" უკვე შეატყობინა წასვლის სურვილის შესახებ. ჰავერცი "სტემფორდ ბრიჯზე" კვირაში 220 ათას ფუნტს იღებს, რისი გადახდის სახსრები "მეთოფეებსაც" მოეძევებათ.

    ჰავერცის "არსენალში" შესაძლო გადასვლის შესახებ ინფორმაცია პირველად The Athletic-ის ჟურნალისტმა, დევიდ ორნშტეინმა, გასულ ოთხშაბათს გაავრცელა.

    2022/2023 წლების სეზონში კაიმ 47 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები