• 14-06-2023
    "არსენალმა" ჰავერცის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
    "არსენალმა" ჰავერცის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ჩელსის" გერმანელი შემტევით, კაი ჰავერცით დაინტერესებულ კლუბთა რიცხვს ლონდონის "არსენალიც" შეუერთდა, - იტყობინება The Guardian.

    "არისტოკრატები" კაის 60 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებენ. ნაკლებსავარაუდოა, რომ "მეთოფეები" ამხელა თანხას გადაიხდიან. ამრიგად, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ჰავერცის "ემირეიტსზე" გადაბარგების შანსი არც ისე დიდი ჩანს.

    საზოგადოდ, "ჩელსისთვის" უმჯობესი იქნება, თუ 23 წლის ფეხბურთელს უშუალო კონკურენტში არ გაყიდის, მაგრამ "პენსიონერებს" შეიძლება სხვა გამოსავალიც არ ჰქონდეთ.

    ჰავერცს უკავშირებდნენ მადრიდის "რეალსაც", თუმცა "სამეფო კლუბის" ინტერესმა შესამჩნევად იკლო.

    ვახსენოთ ისიც, რომ "არსენალმა", რომელიც დომენიკ შობოშლაისა და არდა გიულერსაც აკვირდება, "ჩელსისთვის" გასაკეთებელ შეთავაზებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

    კაი "სტემფორდ ბრიჯზე" 2020 წელს, "ბაიერ ლევერკუზენიდან" აღმოჩნდა. ლურჯ მაისურში ჩატარებულ 91 მატჩში ჰავერცმა სულ 19 გოლი შეაგდო.

    Facebook კომენტარები