• 13-08-2023
    ხვიჩა ათეულში მოხვდა - რამდენი პროცენტით ფასდება კვარას საოქროსბურთე შანსები
    ხვიჩა ათეულში მოხვდა - რამდენი პროცენტით ფასდება კვარას საოქროსბურთე შანსები
    Author of the article
    Aa

    როგორც ყოველთვის, ფეხბურთის ქომაგები მოუთმენლად ელიან, თუ ვინ დაეუფლება ოქროს ბურთს.

    SkyBet-მა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების კანდიდატთა სია შემოგვთავაზა.

    ბუკმეიკერულმა ვებსაიტმა გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ლიონელ მესის მიანიჭა. "ინტერ მაიამის" მეგავარსკვლავის ტრიუმფის ალბათობა 48%-ით ფასდება.

    მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელი სუპერფორვარდი, ერლინგ ჰოლანდია, 40%-ით.

    ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე სასიხარულო ის უნდა იყოს, რომ ნომინანტთა სიაშია ხვიჩა კვარაცხელიაც. "ნაპოლის" 77-ე ნომერს 1% არგუნეს.

    საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

    • ლეო მესი - 48%
    • ერლინგ ჰოლანდი - 40%
    • კევინ დე ბრუინი - 2%
    • ვინისიუსი - 2%
    • კილიან მბაპე - 2%
    • ქარიმ ბენზემა - 1%
    • ხვიჩა კვარაცხელია - 1%
    • მარკუს რაშფორდი - 1%
    • ლაუტარო მარტინესი - 1%
    • ჰარი კეინი - 1%

    2023 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალს პარიზში მდებარე შატელეტის თეატრი 30 ოქტომბერს უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები