• 02-07-2023
    "მწვრთნელის ნათქვამი თავში ჩამებეჭდა" - რატომ აირჩია მედისონმა "სპურსი"
    "მწვრთნელის ნათქვამი თავში ჩამებეჭდა" - რატომ აირჩია მედისონმა "სპურსი"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ტოტენჰემმა" "ლესტერ სიტიდან" 26 წლის ნახევარმცველი, ჯეიმს მედისონი შეიძინა.

    მედისონით ჩემპიონთა ლიგაზე გასული "ნიუკასლ იუნაიტედიც" ინტერესდებოდა, თუმცა ინგლისელმა არჩევანი "დეზებზე" შეაჩერა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ აწ უკვე ყოფილმა "მელიამ" თავის ახალ ინტერვიუში ისაუბრა.

    "მწვრთნელთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. მასთან დიალოგმა მაჩვენა, რას ფიქრობს და როგორ ხედავს იგი "სპურსს" მომდევნო სეზონში.

    მან მითხრა: "მოხვალ თუ არა, ჩემს ხელში შენ სრულიად განსხვავებულ "სპურსს" ნახავ." ეს ნათქვამი თავში ჩამებეჭდა. მივხვდი, რომ ზუსტად ასეთივე თავდაჯერებით ვარ მეც განწყობილი.

    ველაპარაკე დანიელსაც (დანიელ ლევი, "ტოტენჰემის" პრეზიდენტი). მათ დაწვრილებით ისაუბრეს კლუბის, ჩემს და ყველა მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ. მნიშვნელოვანი იყო სხვა ფეხბურთელებთან კომუნიკაციაც. რა თქმა უნდა, მათ კარგად ვიცნობ, რადგან ბევრჯერ გვაქვს ერთმანეთის წინააღმდეგ ნათამაშები.

    მეც, ჩემი აგენტიც და ჩემი ოჯახიც გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერები ვართ. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ," - თქვა მედისონმა.

    შეგახსენებთ, რომ "დეზებმა" ჯეიმსში 40 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

    რაც შეეხება "ტოტენჰემის" ახალ მთავარ მწვრთნელს, ის ანჟე პოსტეკოგლუა, რომელიც ლონდონელებმა გლაზგოს "სელტიკიდან" წაიყვანეს.

    Facebook კომენტარები