• 02-07-2023
    ოფიციალურად: დომინიკ სობოსლაი "ლივერპულის" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: დომინიკ სობოსლაი "ლივერპულის" ფეხბურთელია
    Author of the article
    Aa

    "ლივერპულმა" გერმანული "ლაიფციგიდან" 22 წლის შემტევი ნახევარმცველის, დომინიკ სობოსლაის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

    "წითლებმა" უნგრელ ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ "წითელმა ხარებმა" სობოსლაის გამოსასყიდი თანხა სრულად მიიღეს.

    "უკანასკნელი სამი-ოთხი დღე ძალიან გაიწელა. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, აქ ვარ, ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ.

    ყველაფერი ძალიან კარგია: ისტორიული კლუბი, შესანიშნავი ფეხბურთელები, ბრწყინვალე მწვრთნელი. ჩემთვის, მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად ეს იდეალური გუნდია. 

    ფანები, სტადიონი... ყველაფერი დიდებულია," - თქვა სობოსლაიმ.

    დომინიკი "ლაიფციგში" 2021 წლიდან ასპარეზობდა. გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 91 მატჩში მან 20 გოლი და 21 ასისტი მიითვალა.

    რაც შეეხება "ლივერპულს", კლოპის გუნდისთვის ეს მეორე ტრანსფერია მიმდინარე ზაფხულში. რამდენიმე კვირის წინ, "წითლებმა" "ბრაიტონიდან" ალექსის მაკ ალისტერი წაიყვანეს.

    Facebook კომენტარები