გათიშვა

თორნიკე ძოწენიძე ბოლო 3 მატჩია ტურის სიმბოლურ ნაკრებში ხვდება

თორნიკე ძოწენიძე ბოლო 3 მატჩია ტურის სიმბოლურ ნაკრებში ხვდება
2 კვირის და 6 დღის წინ
ალექსანდრე გავაშელი

25 წლის ქართველი მცველი თორნიკე ძოწენიძე ბოლო 3 მატჩია სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის (Nike Liga) ტურის სიმბოლურ ნაკრებში ხვდება.

თორნიკე სხვადასხვა სპორტულმა საიტებმა (Opta, Sofascore) სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერების, “დუნაისკა სტრედას”, “ჟილინასა” და “სპარტაკ ტრნავას” წინააღმდეგ გამოარჩიეს.

ძოწენიძე “ზემპლინ მიხალოვცეს” ღირსებას იცავს და ძირითადის სტაბილური წევრია. “მიხალოვცემ” ნოემბერში სატურნირო მდგომარეობა შედარებით გაიუმჯობესა და 12-გუნდიან ლიგაში ახლა მე-9 ადგილზეა. გუნდს შანსი აქვს, როგორც, საჩემპიონო, ასევე, გასავარდნ პლეი-ოფში მოხვდეს.

ფეხბურთელის მენეჯერის, გოჩა ჭანიას ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თორნიკე “დინამოს აკადემიის” აღზრდილია. სლოვაკეთში გადასვლამდე “თელავსა” და გორის “დილაში” თამაშობდა. 

მოსალოდნელია, უახლოეს პერიოდში საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ და სანიოლმა საქმეში ძოწენიძეც უნდა გამოსცადოს.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ