• 18-05-2022
    გოლების წვიმა ბათუმში-მორიგი უხვგოლიანი მატჩი
    გოლების წვიმა ბათუმში-მორიგი უხვგოლიანი მატჩი

    ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ბათუმის "დინამო" "ლოკომოტივს" დაუხვდა. ანგარიში მასპინძლებმა ზურიკო დავითაშვილის სადებიუტო გოლით გახსნეს. სტუმრებმა ორიოდე წუთში გიორგი ქველაძის გოლით წონასწორობის აღდგენა შეძლეს. მატჩის პირველ ნახევარში კიდევ ოთხი ბურთი გავიდა, სამი შავიზღვისპირელების, კერძოდ, ორი ჯიღაურის და ერთი კვარაცხელიას ანგარიშზეა, ხოლო "ლოკოს" მხრიდან ერთი ბურთი გიორგი ომარაშვილმა გაიტანა.


    რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარში, გოლების სიმცირე ნამდვილად ვერ ვიგრძენით. მილან რადინისა და თორნიკე გაფრინდაშვილის გოლების შემდეგ შეხვედრას წერტილი ზურიკო დავითაშვილმა დაუსვა. საბოლოო ანგარიში 7-2 დაფიქსირდა. 


    აღნიშნული მატჩის მერეც ბათუმელები ცხრილ კვლავ ლიდერობენ. მათ 31 ქულა აქვთ. თბილისურ კლუბს კი მიმდინარე ჩემპიონატში ქულა ჯერაც არ აუღია.


    ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ბათუმელები "თელავს" ესტუმრებიან, ხოლო "ლოკო" საგურამოში თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.


    Photos: Crystalsport

    Facebook კომენტარები