• 14-08-2023
    ანდრონოვი: "ლოკომოტივმა" 2 რუსი იყიდა და ქართველი და სომეხი მიიღო"
    ანდრონოვი: "ლოკომოტივმა" 2 რუსი იყიდა და ქართველი და სომეხი მიიღო"
    Author of the article
    Aa

    რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადაშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

    ამ სიახლეს ცნობილი რუსი კომენტატორი, ალექსი ანდრონოვი გამოეხმაურა.

    "ყველაფერი სრულიად ლოგიკურად და მოსალოდნელად მიდის. ამაზე 1 წლის წინ ვლაპარაკობდი. შემდეგი ალბათ ზახარიანია.

    დრო გადის, ჩვენ კი ვერავის ვაკავებთ.

    საინტერესოა, რომ "ლოკომოტივმა" მოსკოვის "ცსკა-დან" ორი რუსი იყიდა, მაგრამ ხელთ ქართველი და სომეხი შერჩა," - თქვა ანდრონოვმა.

    შეგახსენებთ, რომ არსენ ზახარიანი, რომელიც კომენტატორმა ტელეგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ახსენა, მოსკოვის "დინამოდან" "რეალ სოსიედადში" გადადის.

    Facebook კომენტარები