• 20-08-2023
    ოსიმენი: "ჯერ "ნაპოლის" ფეხბურთელი ვარ, ვნახოთ რა მოხდება სატრანსფერო ფანჯარაზე"
    ოსიმენი: "ჯერ "ნაპოლის" ფეხბურთელი ვარ, ვნახოთ რა მოხდება სატრანსფერო ფანჯარაზე"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა სერია ა-ს ახალი სეზონი წარმატებულად დაიწყეს და გასვლაზე "ფროზინონე" 1:3 დაამარცხეს.

    მატჩში გოლების გატანა ვიქტორ ოსიმენმა (დუბლი) და მატეო პოლიტანომ შეძლეს.

    აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, ვიქტორმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "კარგი სტარტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვულოცავ გუნდს ამ გამარჯვებას.

    "მიხარია, რომ კლუბს დავეხმარე და 2 გოლი გავიტანე. მთავარია, რომ ასე გავაგრძელოთ.

    "მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელს ჩემი სჯერა და ამ ნდობას მოედნიდან ვპასუხობ, გუნდისთვის ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მთავარია გუნდის ერთიანობა.

    "ჩემი მომავალი? ჯერ "ნაპოლის" ფეხბურთელი ვარ, ვნახოთ რა მოხდება სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე", - თქვა ოსიმენმა.

    Facebook კომენტარები