

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს რანგით მე-5 ლიგის მატჩი ხაშურის "ივერიასა" და "გლდანს" შორის ხელჩართული ჩხუბით დასრულდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის წევრებმა მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით სხდომა გამართეს.
საბოლოოდ, ხაშურის "ივერიას" ჩაეთვალა წაგება ანგარიშით 0:3, ასევე გუნდი 4 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და მცირე ფულად ჯარიმას გადაიხდის. საფეხბურთო კლუბ "გლდანს" ჩაეთვალა წაგება 0:3 ანგარიშით და დაეკისრა ფულადი ჯარიმა.
გარდა ამისა, დაისაჯნენ მოთამაშეები ორივე გუნდიდან - გიორგი ნოზაძე, ნიკა ივანიშვილი და ლაშა ხაჩიძე ("ივერია"), ამ ფეხბურთელებს ფულადი ჯარიმა და 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრათ.
მეორე გუნდის მხრიდან დაისაჯნენ გიორგი იოსელიანი (ფულადი ჯარიმა და 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია) და გაგა სამადაშვილი (ფულადი ჯარიმა და 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია).