როგორც მოგეხსენებათ, ერთდროულად რამდენიმე სანდო წყარომ დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების 22 წლის ცენტრფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე "მეცს" ტოვებს და ამსტერდამის "აიაქსში" მიდის.
საინტერესოა, როგორ აფასებენ ამ ტრანსფერს ნიდერლანდური ფეხბურთის ფლაგმანის გულშემატკივრები. გთავაზობთ მათ მიერ სოციალურ ქსელებში დაწერილ რამდენიმე კომენტარს:
"ის არც ათიანია და არც მარჯვენა გარემარბი. აკპომის ყიდვა საჭირო არ იყო. მხოლოდ მიქაუტაძე უნდა შეგვეძინა."
"მიქაუტაძე... ფეხბურთელი, რომელსაც ყველგან შეუძლია თამაში და ლიგა 2-დან მოდის. ნებისმიერ შემთხვევაში, მერჩივნა ისეთი ფეხბურთელის დამატება, რომელიც მარჯვენა გარემარბად ითამაშებდა და უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობის გამოცდილებაც ექნებოდა."
"მიქაუტაძე ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ იმაზე ვფიქრობ, როგორ ჩაჯდება იგი ჩვენს თავდასხმის ხაზში."
"დაბნეული ვარ. აკპომი საუკეთესოდ მეორე თავდამსხმელის ან ათიანის პოზიციაზე გამოიყურება, მისნაირი მოთამაშის დამატების აზრს კი ვერ ვხედავ."
"იმედია, ტრანსფერი რაც შეიძლება მალე გაოფიციალურდება."
"აიაქსის" ქომაგების მიერ რამდენჯერმე ნახსენები ჩუბა აკპომი ჩემპიონშიფის გასული სეზონის ბომბარდირია, რომელიც კლუბმა "მიდლსბროდან" 12 მილიონ ევროდ შეიძინა. 27 წლის ინგლისელი ამპლუით ცენტრფორვარდი გახლავთ, გასულ სეზონში კი ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის გასულ სეზონში კი 28 გოლი შეაგდო.
აქვე გეტყვით, რომ De Telegraaf-ის ინფორმაციით, მიქაუტაძეში "აიაქსი" 17 მილიონ ევროს გადაიხდის და გარიგებაში 3 მილიონი ევროს ბონუსებიც იქნება გათვალისწინებული. ცნობისთვის, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონი ჩატარებულ 3 შეხვედრაში ქართველმა 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
