• 07-09-2023
    რატომ არ გამოიძახეს არაბიძე ნაკრებში - სანიოლის პასუხი
    რატომ არ გამოიძახეს არაბიძე ნაკრებში - სანიოლის პასუხი
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ბევრი გულშემატკივრის მოლოდინისდა საპირისპიროდ, ქუთაისის "ტორპედოს" 25 წლის შემტევი, გიორგი არაბიძე სექტემბრის სანაკრებო მატჩების განაცხადში ვერ მოხვდა.

    ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს შეკითხვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

    "გიორგი არაბიძემ საგრძნობლად მოუმატა და თავის კლუბს ეხმარება. ეს ჯერ საკმარისი არ არის ნაკრებში გამოძახებისთვის, მან რეგულარულად უნდა ითამაშოს მაღალ დონეზე. 

    თუ ასე გააგრძელებს, მას ყოველთვის გავითვალისწინებ. ამ მომენტისთვის მისი გამოძახება ნაადრევი იყო," - ᲗᲥᲕᲐ ფრანგმა სპეციალისტმა.

    შეგახსენებთ, რომ არაბიძე ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაშია. კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მან თავი 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ელიგაში კი მის ანგარიშზე 7 გოლი და 3 ასისტით.

    Facebook კომენტარები