მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულდა საერთაშორისო ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ტაილანდის ეროვნულ გუნდს ანადგურებს, ანგარიშით 6:0.
აზიელთა რბევა მე-9 წუთზე ზურიკო დავითაშვილის გატანილი ულამაზესი გოლით დაიწყო. მე-12 წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა თავური დარტყმით შეაგდო, ამას კი გიორგი მიქაუტაძის ჰეთ-თრიქი მოჰყვა (24', 37', 41'). პირველი ნახევრისთვის გამოყოფილი დროის ამოწურვამდე 1 წუთით ადრე დავითაშვილმა დუბლი შეასრულა.
გთავაზობთ "ჯვაროსანთა" შეფასებებს პირველი ტაიმის მიხედვით (Sofascore-ისგან):
გიორგი ლორია - 6.6
სოლომონ კვირკველია - 6.6
ივა გელაშვილი - 6.8
ლუკა ლოჩოშვილი - 7.5
გიორგი ქოჩორაშვილი - 7.0
საბა ლობჟანიძე - 7.4
გიორგი ჩაკვეტაძე - 8.7
ანზორ მექვაბიშვილი - 7.3
ლევან შენგელია - 7.0
გიორგი მიქაუტაძე - 9.6
ზურიკო დავითაშვილი - 8.4