• 06-06-2023
    "ჩელსი" მამარდაშვილის მატჩზე სკაუტებს აგზავნის
    "ჩელსი" მამარდაშვილის მატჩზე სკაუტებს აგზავნის

    4 ივნისს გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას" უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. "ღამურები" ანდალუსიურ "ბეტისს" დაუპირისპირდებიან და მათ მიერ ნაჩვენები შედეგი გადაწყვეტს, შეინარჩუნებენ ადგილს თუ არა ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში.

    ქართველი გოლკიპერისთვის ეს შეხვედრა ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან მან შეიძლება გიორგის მომდევნო გუნდიც კი განაპირობოს.

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "მესტალიაზე" გასამართ ჯახს ლონდონის "ჩელსის" სკაუტები დაესწრებიან. ეს ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

    მამარდას ბევრ კლუბს უკავშირებენ. გაიჟღერა "ტოტენჰემის", "ასტონ ვილას", "პორტუსა" და "ატლეტიკოს" სახელებმა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრანსფერის გაჩარხვის ყველაზე აქტიურ მცდელობას "არისტოკრატთაგან" ვხედავთ.

    პრიმერას მიმდინარე სეზონში გიორგიმ 37-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა. 22 წლის გოლკიპერმა 44 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.

    აქვე გეტყვით, რომ "ვალენსიასა" და "ბეტისის" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები