• 13-09-2023
    "ცუდი შეკრება გამოვიდა მაგრამ მჯერა რომ უკეთესი დღეები იქნება" - მამარდაშვილიმა ბოდიში მოიხადა
    "ცუდი შეკრება გამოვიდა მაგრამ მჯერა რომ უკეთესი დღეები იქნება" - მამარდაშვილიმა ბოდიში მოიხადა

    მოგეხსენებათ, საქართველო ნორვეგიასთან ოსლოში ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

    მარცხის შემდეგ, ჩვენმა კიპერმა, გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა:

    "არ ვიცი, ასე რატომ მოხდა, ცუდი შეკრება გამოვიდა, მაგრამ მჯერა, რომ უკეთესი დღეები იქნება. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ესპანეთთან საშინელი თამაშის მიუხედავად 90 წუთი გვერდში გვედგნენ, ბოდიშს ვუხდი მე პირადად მათ ასეთი ორი თამაშისთვის".

    აქვე გეტყვით, რომ საქართველო მომდევნო მატჩს ტაილანდის წინააღმდეგ, 12 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

    Facebook კომენტარები