• 28-01-2023
    "ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობა "რომასთან" მატჩისთვის - იქნება თუ არა ხვიჩა
    [/xfgiven_playerads]
    "ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობა "რომასთან" მატჩისთვის - იქნება თუ არა ხვიჩა
    Aa

    29 იანვარს, საქართველოს დროით 23:45 საათზე სერია ა-ს ტურის ცენტრალურ შეხვედრას დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.


    ცხრილის ლიდერი "ნაპოლი" საშინაო კედლებში ჟოზე მოურინიოს "რომას" უმასპინძლებს და მორიგი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.


    ნეაპოლელებს ხვიჩა კვარაცხელია უბრუნდებათ, რომელმაც წინა 2 შეხვედრა ტრავმის გამო ვერ ჩაატარა, მაგრამ ახლა მზად არის და ლუჩიანო სპალეტის განკარგულებაშია.


    გუნდების სავარაუდო თერთმეტეულები ასე გამოიყურება:


    "ნაპოლი": მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, რუი, ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია;

    "რომა": პატრისიო, მანჩინი, სმოლინგი, იბანიესი, ზალევსკი, კრისტანტე, მატიჩი, სპინაცოლა, პელეგრინი, დიბალა, აბრაჰამი.

    Facebook კომენტარები