29-04-2022

მნიშვნელოვანი გამარჯვება! - “სამგურალმა” “საბურთალო” დაამარცხა

ავტორი
ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში წყალტუბოს "სამგურალმა" შინ "საბურთალო" მიიღო და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის მე-6 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ პენალტი გააფუჭა. აღნიშნული მომენტის შემდეგ იმერლებმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მიიღეს.
მატჩის 75-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ ანგარიში გახსნა, შეხვედრის 86-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. შეხვედრის ბოლო წუთზე კი ლევან ქურდაძემ გოლი გაიტანა და მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა.
გიორგი მიქაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-5 ადგილს იკავებს, თბილისის "საბურთალო" კი მე-4 პოზიციაზე იმყოფება.
წყალტუბოს "სამგურალი" მომდევნო შეხვედრას თბილისის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარებს, "საბურთალო" კი "გაგრას" დაუპირისპირდება.
Facebook კომენტარები