ობამეიანგი დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვებასთან ახლოსაა

5-12-2016, 22:32

როგორც დორტმუნდის ბორუსიას ცენტრალურმა თავდამსხმელმა, გაბონელმა პიერ ემერიკ ობამეიანგმა განაცხადა, მან თავადაც არი იცის ამ სეზონის შემდეგ დარჩება თუ არა ბორუსიაში. აფრიკელ ფეხბურთელს თვით მადრიდის რეალში თამაშის შანსიც კი აქვს და ადრე მას ბერჯერ აღუნიშნავს, რომ თავის ბაბუას სწორედ რეალის შემადგენლობაში თამაშს დაჰპირდა.

გარდა რეალისა, 27 წლის ობამეიანგს აქტიურად უკავშირებენ მანჩესტერ სიტის, არსენალსა და მანჩესტერ იუნაიტედს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი ბორუსიასთან 2020 წლამდეა გაფორმებული, თუმცა კარგი შეთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა, არც გერმანულმა გუნდმა დაიხიოს უკან.

მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა ბუნდესლიგის ეგიდით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი. იგი ახლოსაა შარშანდელი შედეგი გაიმეოროს. გასულ წელს მან შობამდე 18 გოლის გატანა მოახერხა. 

  • beka10
  • 5 დეკემბერი 2016 22:32
წესით წავა...

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის ადვოკატი: "მორალურ ტერორში მყოფმა ნიკამ მარცხები განიცადა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით