ხვიჩა კვარაცხელია - როცა ყველაფერი მოვიგეთ, უსმან დემბელეს ხუმრობით ვუთხარი... ხვიჩა კვარაცხელია - როცა ყველაფერი მოვიგეთ, უსმან დემბელეს ხუმრობით ვუთხარი... » Footballnews ხვიჩა კვარაცხელია - როცა ყველაფერი მოვიგეთ, უსმან დემბელეს ხუმრობით ვუთხარი...
გათიშვა

ხვიჩა კვარაცხელია - როცა ყველაფერი მოვიგეთ, უსმან დემბელეს ხუმრობით ვუთხარი...

ხვიჩა კვარაცხელია - როცა ყველაფერი მოვიგეთ, უსმან დემბელეს ხუმრობით ვუთხარი...
28 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მედიასთან საუბრისას ინდივიდუალურ ჯილდოებსა და თანაგუნდელებთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მან გაიხსენა უსმან დემბელესთან დიალოგი და აღნიშნა, რომ ფეხბურთელებისთვის გუნდური წარმატება ყოველთვის პრიორიტეტულია.

„როდესაც აქ მოვედი, როცა ყველაფერი მოვიგეთ და როდესაც უსმანმა ოქროს ბურთი მოიგო, მას ვუთხარი, რომ აქ სწორედ იმიტომ ჩამოვედი, რათა მისთვის ოქროს ბურთისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში შემეწყო ხელი (იცინის).

მაქვს თუ არა მეც ამ ჯილდოს მოგების იმედი? ნებისმიერ ფეხბურთელს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ჩვენ ინდივიდუალურ ტიტულებზე დიდად არ ვფიქრობთ; ეს ჯილდოები გუნდის წარმატების პირდაპირი შედეგია.

არსებობენ ადამიანები, რომელთა საქმეც სწორედ იმის გადაწყვეტაა, თუ ვინ დაეუფლება ოქროს ბურთს“.

გირჩევთ