დელ ბოსკე: "მინდა მოვკლა, როდესაც მეუბნებიან, რომ მადრიდისტა არ ვარ!"

31-12-2016, 12:30

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

დელ ბოსკემ, როგორც ფეხბურთელმა, მადრიდის "რეალში" 9 ტიტული მოიგო, ხოლო მწვრთნელის რანგში მან 7- ჯერ მოახერხა ტიტულის მოპოვება. ბევრი მიიჩნევს მას მადრიდელთა ლეგენდად, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მის ლეგენდობას "თეთრ ბანაკში."

"მას შემდეგ, რაც ლა ალბუეროში, ბადაიოსის ქალაქში ჩამოვედი, სადაც პრიზი მომენიჭა, ცერემონიის დროს ერთ-ერთი ადამიანი ჩემთან მოვიდა და განმიცხადა, რომ მე მადრიდისტა არ ვიყავი.

მე ვუპასუხე: დიახ, მე ამ კლუბში 36 წელი გავატარე! ალბათ ახლაც ფიქრობს ის ადამიანი თუ რატომ ვუთხარი ეს. როდესაც მეუბნებიან, რომ მადრიდისტა არ ვარ, უბრალოდ მსურს რომ მოვკლა." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

va va boske naxe ra

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით