• 06-07-2023
    ვისი გადაწყვეტილებით მიიღო მეისონ მაუნტმა "იუნაიტედში" 7-ნომრიანი მაისური
    ვისი გადაწყვეტილებით მიიღო მეისონ მაუნტმა "იუნაიტედში" 7-ნომრიანი მაისური
    Author of the article
    Aa

    ოფიციალურად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეისონ მაუნტის ტრანსფერი დახურა და ქომაგებს ინგლისელი ნახევარმცველი წარუდგინა.

    მაუნტის გადაბირება კლუბს 55 მილიონი გირვანქა დაუჯდა, დამატებითი 5 მილიონი კი "ჩელსიმ", შესაძლოა, ბონუსების სახით მიიღოს.

    ცნობილი გახდა ისიც, რომ მაუნტი "იუნაიტედში" ლეგენდარულ 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

    Daily Mail-ის თქმით, მეისონს 7-ნომრიანი მაისური პირადად ერიკ ტენ ჰაგმა შესთავაზა, რათა ის ტრანსფერში დაერწმუნებინა.

    ნიდერლანდელს მაუნტის ოლდ ტრაფორდზე გადაყვანა ძალიან სურდა, ამის დასამტკიცებლად კი მას ლეგენდარული ნომერიც შესთავაზა.

    მაუნტმა გამოწვევა მიიღო და შეთავაზებას დათანხმდა.

    Facebook კომენტარები