ტრეზეგე:“ “იუვენტუსმა“ საკუთარ თავს უნდა აჯობოს “

19-03-2017, 21:02

ტურინის “იუვენტუსის“ ფრანგმა ლეგენდამ, დავიდ ტრეზეგემ ჩ.ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩზე ისაუბრა, სადაც ტურინელები კატალონიის “ბარსელონას“ დაუპირისპირდებიან.

“იმისთვის, რომ “ბარსელონასთან“ წარმატებას მიაღწიოს, “იუვენტუსმა“ საკუთარ თავს უნდა აჯობოს. ესპანელებმა დაამტკიცეს, რომ მათთვის შეუძლებელი არაფერია. პარიზელების დამარცხების შემდეგ მათ უდიდესი მუხტი მიიღეს. ფსიქოლოგიურად ისინი ნებისმიერ მეტოქესთან უპირატესობაში იქნებიან, მაგრამ იუვე ვალდებულია გამოავლინოს მისი მებრძოლი ხასიათი და ყველა მოთამაშე, რომელიც იმ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას 101% - ით უნდა დაიხარჯოს.“

“სხვა გზა კატალონიელებთან წარმატების მისაღწევად არ არსებობს, მაგრამ მე მჯერა, რომ “იუვენტუსს“ შესწევს ძალა იმისა, რომ შეაჩეროს მეტოქე. წელს იუვე განსაკუთრებულად ძლიერია და ჰყავს შესანიშნავი შემადგენლობა. ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ.“ - განაცხადა ტრეზეგემ.



  • Geto
  • 19 მარტი 2017 21:05
იმედია გააგდებთ ბარსელონას

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით