ვერატის აგენტი: "იტალიაში დაბრუნების შანსი არ არსებობს"

8-05-2017, 16:50

24 წლის იტალიელი ვარსკვლავის, მარკო ვერატის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი იტალიაში დაბრუნებას არ აპირებს, მაგრამ შესაძლოა სხვა შემოთავაზებები განიხილოს.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მარკო პარიზში ბედნიერია. მას "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და ჯერჯერობით წასვლას არ აპირებს. ჩვენ მალე შევხვდებით კლუბის ხელმძღვანელობას და განვიხილავთ სამომავლო გეგმას, თუ როგორ უნდა მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა."

"მარკო იტალიაში? მინდა გითხრათ, რომ ამის შანსი არ არსებობს. "ბაიერნი"? შესაძლოა იყოს ინტერესი, თუმცა ამას არა მე, არამედ "პსჟ"-ს ბოსებს უნდა ეკითხებოდეთ." - განაცხადა დონატო დი კამპლიმ.

  • goga11
  • 8 მაისი 2017 16:52
daitriet es ra da naxevardacvashi sul nuravis moiyvant sxvas

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით