"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

10-05-2017, 00:46

ტურინის "იუვენტუსმა" ფრანგული კლუბი საკუთარ კედლებშიც დაამარცხა და დამსახურებულად მოიპოვა კარდიფის ფინალის საგზური. შეხვედრაში 33-ე წუთზე დანი ალვეშის ჩაწოდების შემდეგ მარიო მანძუკიჩმა გახსნა ანგარიში, ტაიმის მიწურულს კი თავად ბრაზილიელმა პუბლიკას ულამაზესი გასროლა შესთავაზა და ტურინელების ანგარიში 2-მდე გაზარდა. აქ უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო. მონაკოს ისღა დარჩენოდა, რომ პრესტიჟის გოლი მაინც გაეტანა. შეხვედრის 69-ე წუთზე კილიან მბაპემ გამოიჩინა თავი და ჯიჯის კარში ნანატრი გოლი შეაგდო. საბოლოოდ თამაში 2-1 დასრულდა მასპინძლების სასარგებლოდ და ორ მატჩიან დუელში "მონაკო" "ბებერ ქალბატონთან" 4-1 დამარცხდა.

იუვეს მეტოქის ვინაობა ხვალ "ვისენტე კალდერონზე" გაირკვევა, სადაც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და მადრიდის "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეხვედრა "ბლანკოსის" გამარჯვებით 3-0 დასრულდა, ინტრიგა მაინც ცოცხლობს და სიმეონეს გუნდი მაქსიმალურს გააკეთებს, რათა საკუთარი ქომაგების წინაშე ღირსეულად წარსდგეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით