"ჩელსი" ობამეიანგის შესაძენად იბრძოლებს

19-05-2017, 20:02

იტალიური გამოცემა Tuttomercato იუწყება, რომ "ჩელსი"დიეგო კოშტას შემცვლელად დორტმუნდის ცენტრ ფორვარდ პიერ ემილი ობამეიანგს განიხილავს.
წყაროს ცნობით ლონდონელების თავკაც ანტონიო კონტეს გადაწყვეტილი აქვს კლუბიდან დიეგო კოშტა გაუშვას, რომელიც დიდი ალბათობით ჩინეთის სუპერ ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას და მის ნაცვლად გაბონელი თავდამსხმელი დაიმატოს.

მას შემდეგ, რაც "ჩელსიმ" პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, კლუბის ხელმძღვანელობას ევრო ტურნირზე წარმატებაც სურს და ამისთვის შეტევის გაძლიერებას გეგმავს.

თუმცა ლონდონელებს 27 წლის დორტმუნდის ფეხბურთელის შესაძენად კონკურენციის გაწევა მოუწევს ისეთი დიდი ფინანსების მქონე კლუბებთა, როგორებიც მადრიდის "რეალი", "პსჟ", მანჩესტერ "იუნაიტედი" და მანჩესტერ "სიტია". ამ კლუბებმა ბევრჯერ გამოთქვეს სურვილი ყოფილი "მილანის" ფეხბურთელის შესაძენად.

ობამეიანგი მიმდინარე სეზონს ბრწყინვალედ ატარებს. მას ბუნდეს ლიგის 31 შეხვედრაში 29 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება transfermarkt-ის მონაცემებით 65 მილიონი ევროა.

  • gansua
  • 19 მაისი 2017 20:47
Ra chelsi wadi barcashi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით