• 18-07-2023
    ვინ იქნება "იუნაიტედის" მომდევნო სამიზნე ონანას შემდეგ - ინფორმაცია ცნობილია!
    ვინ იქნება "იუნაიტედის" მომდევნო სამიზნე ონანას შემდეგ - ინფორმაცია ცნობილია!
    Author of the article
    Aa

    ანდრე ონანას "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერი ბოლო ეტაპზეა, კამერუნელს ოლდ ტრაფორდზე უკვე ელიან.

    კლუბმა "ინტერთანაც" და ფეხბურთელთანაც შეთანხმებას მიაღწია, ახლა კი მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა.

    ფაბრისიო რომანოს თქმით, ონანას ტრანსფერის დახურვის შემდეგ, "იუნაიტედის" მთავარი სამიზნე რასმუს ჰოილუნდი გახდება.

    ერიკ ტენ ჰაგს ახალი ცენტრალური ფორვარდი სურს, მთავარი კანდიდატი სწორედ "ატალანტას" დანიელი შემტევია.

    ბერგამოელები თავიანთ ახალგაზრდა ფეხბურთელს მინიმუმ 70 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც საქმეს ძალიან ართულებს.

    დამატებით, "ატალანტას" მხოლოდ ფულის მიღება სურს და არ განიხილავენ ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვას.

    Facebook კომენტარები