• 19-07-2023
    გიორგი მოისწრაფიშვილი: “ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძალები აღვიდგინე”
    გიორგი მოისწრაფიშვილი: “ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძალები აღვიდგინე”

    როგორც მოგეხსენებათ, თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში შინ “ასტანას” მიიღებს.

    შეხვედრის წინ თბილისელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    “ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძალები აღვიდგინე, დავისვენე და მზად ვარ, რომ 90 წუთის მანძილზე ვითამაშო.

    პირველ შეხვედრაში საწყისი 15 წუთი სათანადოდ ვერ ვითამაშეთ, მაგრამ სხვაობის აღმოფხვრა მოვახერხეთ და ვთვლი, რომ მეტოქეს მეორე ნახევარში ვჯობდით.

    ასტანა ძლიერი გუნდია, ეს პირველ მატჩშიც გამოჩნდა, თუმცა ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია და გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ მოვიდეს სტადიონზე”. - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

    Facebook კომენტარები