პასტორეს მომავალი ცნობილია

20-05-2016, 12:53

კლუბის პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფისა და ფეხბურთელის აგენტის შეხვედრის შემდეგ, არგენტინელის მომავალი გადაწყდა. მოგეხსენებათ, ხავიერ პასტორე "პარი სენ ჟერმენის" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ვერ ახერხებს და ადრე გამოთქვა კიდეც სურვილი, ზაფხულში სხვადასხვა წინადადების განხილვისა. თუმცა, როგორ Get French Football News იტყობინება, საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ პასტორე პსჟ-ს ღირსების დაცვას მომდევნო სეზონშიც გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, პასტორეს მიმართ ინტერესს ლონდონის "ჩელსი" და ტურინის "იუვენტუსი" იჩენდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით