• 08-06-2023
    ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა
    ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა
    Author of the article
    Aa

    ნეიმარმა საკუთარი თავი "ბარსელონას" შესთავაზა, - იუწყება SPORT.

    წყაროს თანახმად, ბრაზილიელ მეგავარსკვლავს იმდენად უნდა "ბლაუგრანაში" დაბრუნება, რომ მზადაა, ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს. ბუნებრივია, 31 წლის შემტევმა შესანიშნავად იცის კატალონიური გრანდის ფინანსური პრობლემების შესახებ.

    ტრანსფერის განხორციელება ძალიან რთულ ოპერაციაც ფასდება. SPORT ვერც იმას გვატყობინებს, დაინტერესებულია თუ არა "ბარსა".

    ადრე გავრცელებული ცნობების მიხედვით, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" თავიანთი ყოფილი შემტევის დაბრუნებას არ განიხილავდნენ.

    შეგახსენებთ, რომ ნეიმარს "პარი სენ-ჟერმენის" ზაფხულში დატოვება აქვს განზრახული. მას "მანჩესტერ იუნაიტედსაც" უკავშირებენ.

    2022/2023 წლების სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში ნეიმ 18 გოლი და 17 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები