მსოფლიოს უსწრაფესი ფეხბურთელების შვიდეული

24-10-2017, 20:42

Footballnews.ge წარმოგიდგენთ ყველაზე სწრაფ ფეხბურთელთა შვიდეულს.

7. მადრიდის "ატლეტიკოსა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გამორჩეული ფიგურა, ანტუან გრიზმანი მსოფლიო სწრაფ ფეხბურთელთა შვიდეულში შედის. მისი სიჩქარე 32.8 კმ/სთ-ია.


6. მადრიდული რეალის ყოფილი და ამჟამად "სტოკში" მოასპარეზე ხესე როდრიგესის სიჩქარე 33.6კმ/სთ-ს შეადგენს.


5. საფრანგეთში დაბადებული გაბონელი ფეხბურთელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის სიჩქარე შეადგენს 33.9 კმ/სთ. 28 წლის ფეხბურთელი 2013 წლიდან დღემდე გერმანიის ბუნდესლიგაში მოასპარეზე დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას იცავს.


4. ეგვიპტის ეროვნული ნაკრებისა და მერსესაიდული "ლივერპულის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, მოჰამედ სალაჰის სიჩქარე 34.3 კმ/სთ-ია.


3. ტურინული "იუვენტუსის" ფეხბურთელის, ხუან კუადრადოს სიჩქარე 34.7 კმ/სთ-ს შეადგენს.


2. უელსის ნაკრებისა და მადრიდული "რეალის" ერთ-ერთი ლიდერი გარეთ ბეილი მსოფლიოს მეორე ფეხბურთელია სისწრაფის მხრივ. უელსელ შემტევს საათში 35.1 კილომენტრის განვითარება შეუძლია.


1. მსოფლიო ვარსკვლავებს შორის პირველ ადგილს არ თმობს კატალონიის "ბარსელონას" აკადემიიდან ლონდონში გადაბარგებული ჰექტორ ბელერინი. "არსენალის" ფეხბურთელს საათში 35.2 კილომეტრის განვითარება შეუძლია.


ავტორი ლუკა ალავიძე


  • messi10
  • 24 ოქტომბერი 2017 20:44
kvelaze swrafi rom dacvaa

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით