კაჭარავამ "კორონას" მორიგი 3 ქულა მოუტანა (Video)

4-11-2017, 00:08

დღეს გაიმართა პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურის მატჩი, რომელშიც "კორონამ" ვროცლავის "სლასკს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

მასპინძელთა მხრიდან 76 წუთი გაატარა გუნდის ქართველმა ფორვარდმა, ნიკა კაჭარავამ და გამარჯვებაშიც ლომის წვლილი დაიდო. 23 წლის შემტევმა ჯერ გუნდს თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოუპოვა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა ზუსტად გარდასახა. მეორე ტაიმში კი, ჯერ 67-ე წუთზე მოახერხა თავად გატანა, 72-ე წუთზე კი სვიანოვიჩსაც გაატანინა გოლი.

შეგახსენებთ, რომ კაჭარავამ გასულ ტურშიც მოახერხა გოლების გატანა. მან ორჯერ დალაშქრა "ლეხიას" კარი. მას 6 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. კორონას კი 15 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და ცხრილში მეორე ადგილზეა.
 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით