ნავასმა “რეალში” რეკორდი დაამყარა

27-04-2016, 01:30

ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი, სადაც "მანჩესტერ სიტიმ" "რეალს" უმასპინძლა და შეხვედრა 0-0 დასრულდა. ეს მატჩი კეილორ ნავასისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ეს იყო მერვე თამაში, სადაც სამეფო კლუბის გოლკიპერმა კარი მშრალად შეინახა. ასეთი მაჩვენებელი არცერთ მეკარეს არ ჰქონია "რეალის" ისტორიაში. შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 5 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით