გვარდიოლა: "ამას არ ველოდებოდი"

23-12-2017, 02:56

პეპ გვარდიოლას მანქანა, "მანჩესტერ სიტი" აბსოლუტურად ყველას უგებს. ინგლისური გუნდი მეტოქეს არ ინდობს და იტანს იმდენ გოლს, რამდენიც თვითონ მოესურვება. 

რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო საუბრობს მანჩესტერელთა ასეთ ლამაზ და გასაოცარ სათამაშო სტილზე. ექსპერტების უმრავლესობა სეზონის საუკეთესო გუნდად სწორედ ესპანელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილ შემადგენლობას ასახელებს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ საერთოდ არ ელოდებოდა, თუ მისი ფეხბურთელები ასეთ შედეგს დააფიქსირებდნენ.

"არა, ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდებოდი. მოხარული ვარ ჩვენი პოზიციით. სეზონის დასაწყისში ამ პოზიციაზე ყოფნა მსურდა, მაგრამ ასეთი რამ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ვომეორებ, ეს არ არის ნორმალური".

"მატჩებს წავაგებთ და ქულებსაც დავკარგავთ, მაგრამ მე მაინც მოხარული ვარ. გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ დაუმარცხებლები ვიყოთ. ჩვენ ნამდვილად დავმარცხდებით, მაგრამ ვიბრძოლებთ დაუმარცხებლობისათვის". - ამბობს გვარდიოლა 

  • AM11
  • 23 დეკემბერი 2017 02:58
aravin ar elodeboda

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით