გვარდიოლა "ინტერის" მცველს შეიძენს

23-12-2017, 20:29

"მანჩესტერ სიტი" კვლავ აგრძელებს უკანახაზელების ყიდვას. განაპირა მცველების შეძენის შემდეგ, პეპ გვარდიოლა ცენტრალურ მცველებზე გადაერთო და არაერთი ტოპ მცველის გადაბირებას აპირებს.

Calciomercato-ის ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით სერიოზულად არის დაინტერესებული. ის მზად არის, ნებისმიერი თანხა გადაუხადოს იტალიელებს სლოვაკი მცველის სანაცვლოდ.

შკრინიარის შეძენით "ბარსელონაც" არის დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელს "პრემიერ ლიგაში" სურს გადასვლა. 



  • AM11
  • 23 დეკემბერი 2017 21:43
skriniari dzaan donea

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით