"რეალს" რონალდო ვერ დაეხმარება

23-04-2016, 11:23

მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმ 19 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც დღეს, 23 აპრილს “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ მატჩისთვის არიან გამოძახებული. აღსანიშნავია, რომ სიაში არ არის გუნდის ლიდერი, კრიშტიანო რონალდო,  რომელსაც ტრავმა აწუხებს და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ ითამაშოს. მადრიდელთა განაცხადი კი ასეთია: მეკარეები: ნავასი, კასილია, იანესი. მცველები: პეპე, რამოსი, ვარანი, მარსელო, დანილო, ნაჩო, არბელოა. ნახევარმცველები: ისკო, ხამესი, ბეილი, კროოსი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი. თავდამსხმელები: ხეზე, ბენზემა, ვასკესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით