რონალდოს და რამოსს იკარდის ტრანსფერი არ სურთ

6-01-2018, 16:04

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალს" უკვე დიდი ხანია, რაც მილანის "ინტერის" კაპიტნის, მაურო იკარდის დამატება სურს. ფლორენტინო პერესი მზადაა გადაიხადოს ის თანხა, რასაც "ნერაძურის" ხელმძღვანელობა ითხოვს. თუმცა, ტრანსფერს მადრიდელი ფეხბურთელები ბლოკავენ.

ესპანური გამოცემა Diario Gol-ის ინფორმაციით, იკარდის მოსვლა გუნდში სერხიო რამოსსა და კრისტიანო რონალდოს არ სურთ. როგორც ცნობილია, ამ უკანასკნელს არ უნდა, რომ ქარიმ ბენზემას გუნდში პოზიცია შეერყას.

გარდა ამისა, ორივე ხსენებული ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მაურო იკარდის მოსვლა "სამეფო კლუბის" გასახდელში სიტუაციას არევს და ამას მათი გუნდიდან წასვლაც შეიძლება მოჰყვეს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით