"ინტერი" და "ბარსელონა" დეოლფეუს საკითხზე შეთანხმდნენ

7-01-2018, 14:43

გავლენიანი "TuttoSport"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მილანის "ინტერის" მესვეურებმა "ბარსელონას" ბოსებთან ჟერარ დეოლფეუს საკითხზე უკვე ითათბირეს და შეთანხმდნენ.

როგორც იცით, გასულ სეზონში ჟერარი "როსონერიში" იჯარის წესით თამაშობდა, ზაფხულში კი კატალონიურმა კლუბმა თავისი საკუთრება "ევერტონისგან" გამოისყიდა.

ცნობისთვის, "ნერაძურის" მესვეურები "ბოლონიას" შემტევის, სიმეონე ვარდის ტრანსფერზე მუშაობდნენ, მაგრამ დაკვირვების შედეგად "ჯუზეპე მეაცას" ბინადრებმა მაინც 23 წლის "ბარსელონელი" არჩიეს.

წარმოშობით ესპანელმა ჟერარმა "ბარსას" სასტარტო შემადგენლობაში თავი დიდი კონკურენციის გამო ვერ დაიმკვირდა. სწორედ ამიტომ 23 წლის თავდამსხმელი გუნდის შეცვლის და "ინტერში" გადაბარგების წინააღმდეგი არ არის.



  • messi10
  • 7 იანვარი 2018 14:44
არადა მაგარი იგროკაი

  • Data317
  • 7 იანვარი 2018 14:55
Ijarit gaushvan iqneb atamasdes

  • messi 10
  • 8 იანვარი 2018 16:04
Mokled ver gaixara barsashi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით