"მანჩესტერი" წლის ყველაზე ხმაურიან ტრანსფერს განახორციელებს

11-01-2018, 22:02

Sky Sports-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ალექსის სანჩესისთვის ბრძოლაში ჩაერთო. ჩილელი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და არ არის გამორიცხული, რომ ამ თვეში მან გუნდი შეიცვალოს.

როგორც ინგლისური მედია იტყობინება, "წითელი ეშმაკები" "არსენალს" გაცილებით დიდ თანხას სთავაზობენ, ვიდრე - "მანჩესტერ სიტი". გარდა ამისა, ისინი ალექსის სანჩესსაც იმაზე გაცილებით დიდ ხელფასს გადაუხდიან, ვიდრე ამას მათი თანაქალაქელები გააკეთებენ. 

ჟოზე მოურინიოს სურს, რომ ტრანსფერში ჰენრიხ მხითარიანიც ჩართოს. პორტუგალიელი მზად არის, რომ ფულთან ერთად სომეხი ფეხბურთელიც გაუშვას "არსენალში". 

"იუნაიტედი" უკვე დაეკონტაქტა ალექსისის წარმომადგენლებს. 

  • AM11
  • 11 იანვარი 2018 22:10
dadzaba josem

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით