"რეალი" მილან შკრინიარით ინტერესდება

30-01-2018, 15:47

როგორც ცნობილია, მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არაერთ ტრანსფერს გეგმავს. ეს ეხება როგორც შეტევას, ასევე - დაცვით ხაზს. 

"სამეფო გუნდის" ხელმძრვანელობა ფიქრობ, რომ ცენტრალური დაცვას სასწრაფოდ სჭირდება გაძლიერება, რადგან "თეთრები" ბევრ გოლს უშვებენ.

La Gazzeta dello Sport-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი სერიოზულად არის დაინტერესებული მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით. როგორც იტალიაში წერენ, სლოვაკმა უკანახაზელმა მიმდინარე სეზონში "სერია ა-ში" ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და არაერთი ტოპ კლუბის ყურადღებაც მიიპყრო. 

22 წლის ფეხბურთელი "სან სიროზე" მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადავიდა. "ინტერის" მფლობელები მინიმუმ 60 მილიონ ევროს ითხოვენ თავიანთ ტალანტში.



  • AM11
  • 30 იანვარი 2018 16:11
dzalian momwons skriniari

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით