"გადამწყვეტ მომენტში გიორგი მამარდაშვილმა გადაგვარჩინა" - ანდონი ირაოლა "გადამწყვეტ მომენტში გიორგი მამარდაშვილმა გადაგვარჩინა" - ანდონი ირაოლა » Footballnews "გადამწყვეტ მომენტში გიორგი მამარდაშვილმა გადაგვარჩინა" - ანდონი ირაოლა
გათიშვა

"გადამწყვეტ მომენტში გიორგი მამარდაშვილმა გადაგვარჩინა" - ანდონი ირაოლა

"გადამწყვეტ მომენტში გიორგი მამარდაშვილმა გადაგვარჩინა" - ანდონი ირაოლა
1 საათის და 6 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

გიორგი მამარდაშვილის ლივერპულმა ინგლისის ლიგის თასზე ტოტენჰემი 3:1 დაამარცხა.

ქართველმა მეკარემ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, ხოლო ბოლო წუთებზე, როცა ანგარიში 2:1 იყო, ომარ მარმუშს ურთულესი ბურთი აუღო, რამაც პრაქტიკულად ლივერპულს შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა.

შეხვედრის შემდეგ მერსეიაიდელთა თავკაცმა, არნდონი ირაოლამ მედიასთან ისაუბრა.

"მართალია, ბევრი ცვლილება განვახორციელე, მაგრამ ვფიქრობ, ეს აუცილებელი იყო, რადგან ცოტა ხნის წინ დავინახეთ, რომ ენერგია გვაკლდა და „ახალი ძალები“ გვჭირდებოდა. კმაყოფილი ვარ, რადგან ყველა ფეხბურთელმა მაღალი ტემპი და აგრესიულობა შემოიტანა თამაშში. 

"გადამწყვეტ მომენტში გიორგი მამარდაშვილმა ურთულესი ბურთი მოიგერია და გადაგვარჩინა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მწყობრში რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გვყავდეს, რადგან გრძელი და რთული სეზონის განმავლობაში ყველა მათგანი დაგვჭირდება", - თქვა ირაოლამ.



გირჩევთ