• 04-08-2023
    ოფიციალურად: აქსელ დისასი "ჩელსის" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: აქსელ დისასი "ჩელსის" ფეხბურთელია
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ჩელსიმ" "მონაკოდან" ცენტრალური მცველის, აქსელ დისასის შეძენა ოფიციალურად დაადასტურა.

    აქსელმა "არისტოკრატებთან" 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, L'Equipe-ს ინფორმაციით, "ლურჯებმა" 25 წლის ფეხბურთელში 45 მილიონი ევრო გადაიხადეს.

    ეს "ჩელსის" მე-6 ტრანსფერია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. დაცვის ცენტრის გაძლიერების საჭიროება ლონდონელებს მას შემდეგ დაუდგათ, რაც მათმა ახალგაზრდა უკანახაზელმა უესლი ფოფანამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

    დისასი "პსჟ-ს" აკადემიის აღზრდილია. 2016 წელს მან "რეიმსს" მიაშურა, 2020 წელს კი 13.5 მილიონ ევროდ გაიყიდა "მონაკოში". 

    "მონაკოში" აქსელმა 118 მატჩი ჩაატარა. მას 4-ჯერ აქვს ნათამაშები საფრანგეთის ნაკრების მაისურით. დისასის დებიუტი "მამლებში" 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ტუნისის ნაკრების წინააღმდეგ შედგა.

    Facebook კომენტარები