• 10-06-2023
    რატომ ამბობს ჰარი მაგუაიერი უარს ზაფხულში "იუნაიტედიდან" წასვლაზე
    რატომ ამბობს ჰარი მაგუაიერი უარს ზაფხულში "იუნაიტედიდან" წასვლაზე
    Author of the article
    Aa

    The Athletic-ის ინფორმაციით, ჰარი მაგუაიერს მომდევნო სეზონისთვის "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა სურს.

    გავლენიანი ჟურნალისტის ლორი უაითელის თქმით, ინგლისელი მცველი ოლდ ტრაფორდიდან წასვლაზე უარს აცხადებს.

    მაგუაიერის დამატება პრემიერ ლიგის კლუბებს სურთ, მათ შორის "ტოტენჰემს", "ასტონ ვილას", "ვესტ ჰემსა" და სხვებს, მაგრამ ჰარი პოზიციას არ იცვლის.

    როგორც გაირკვა, ამის მთავარი მიზეზი ინგლისელი მცველის ანაზღაურებაა, რომელიც კვირაში 190,000 გირვანქას იღებს.

    არც ერთი მსურველი კლუბი არ აპირებს მისთვის ასეთი ხელფასის გადახდას, მაგუაიერს კი ანაზღაურების შემცირება არ სურს.

    "იუნაიტედის" 5-იანს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები