05-09-2023
ოფიციალურად: მეისონ გრინვუდი “ხეტაფეში” ითამაშებს
Author of the article
21 წლის ინგლისელი ფეხბურთელი, მეისონ გრინვუდი კარიერას “ხეტაფეში” გააგრძელებს. ინფორმაციას ბრიტანული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელი მადრიდულ გუნდში 12 ნომრიან მაისურს მოირგებს.
ახალგაზრდა მოთამაშე “ხეტაფეში” 1-წლიანი იჯარით ითამაშებს, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედს” იანვარში ხელშეკრულების გაწყვეტის შესაძლებლობა ექნება.
ცნობისთვის, მეისონ გრინვუდს “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით 1 წელზე მეტია არ უთამაშია, რადგან ძალადობის გამო დაპატიმრებული გახლდათ.
ტეგები:
Facebook კომენტარები