• 13-06-2023
    “ბარსელონას” იმედები გადაეწურა! - ბერნარდუ სილვა პსჟ-ში მიდის
    “ბარსელონას” იმედები გადაეწურა! - ბერნარდუ სილვა პსჟ-ში მიდის

    როგორც მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატალონიის “ბარსელონა” “მანჩესტერ სიტის” პორტუგალიელი ნახევარმცველის, ბერნანდუ სილვას შეძენით აქტიურად ინტერესდებოდა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბერნანდუ პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

    თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია, 28 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგდება.

    ესპანური სააგენტო Sport-ის ცნობით კატალონიის “ბარსელონა” ბერნანდუ სილვასთვის ბრძოლას გამოეთიშა.

    ცნობისთვის, 28 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ჩაატარებულ 54 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები