• 13-06-2023
    ბროზოვიჩი “ბარსელონას” რადარზეა! - ვინ გაუწევს კატალონიელებს კონკურენციას
    ბროზოვიჩი “ბარსელონას” რადარზეა! - ვინ გაუწევს კატალონიელებს კონკურენციას

    როგორც მოგეხსენებათ, ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, სერჟიო ბუსკეტსმა კატალონიის “ბარსელონა” დატოვა.

    “ბლაუგრანა” ვეტერანი ფეხბურთელის შემცვლელის ძიებას უკვე შეუდგა.

    გავლენიანი ესპანური სააგენტო Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” “ინტერის” ხორვატი ფეხბურთელის, მარსელო ბროზოვიჩის შეძენით ინტერესდება.

    ამავე წყაროს ცნობით, 30 წლის ფეხბურთელის დამატებით მადრიდის “რეალი”, “ატლეტიკო”, “ტოტენჰემი” და “არსენალიც” ინტერესდებიან.

    ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt ხორვატ ფეხბურთელს 28 მილიონ ევროდ აფასებს.

    Facebook კომენტარები