• 16-06-2023
    "ვალენსიამ" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა - ვინ გაწვრთნის "ღამურებს" მომდევნო სეზონში
    "ვალენსიამ" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა - ვინ გაწვრთნის "ღამურებს" მომდევნო სეზონში

    როგორც მოგეხსენებათ, "ვალენსიამ" გასული სეზონი ცუდად ჩაატარა და ლა ლიგიდან დაქვეითებას რუბენ ბარახას მეთაურობით ძლივს გადაურჩა. 

    ის კლუბში სეზონის შუაში მივიდა როდესაც "ვალენსია" მე-17 ადგილს იკავებდა, თუმცა მან შეძლო 17 მატჩში 22 ქულის მოგროვება და კლუბის ლა ლიგაში დატოვება. 

    როგორც ჩანს, ამ მიღწევის გამო გუნდის მმართველი შტაბი რუბენს ენდო და კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივეს.

    აქვე აღსანიშნავია, რომ ის "ღამურების" ღირსებას 2000-2010 წლებში იცავდა, ამ დროის განმავლობაში მან 364 მატჩი ჩაატარა და 57 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები